შემოდგომა იდგა. სექტემბერი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. გლეხები რთვლისთვის ემზადებოდნენ. ქვევრებსა და კასრებს რეცხდნენ, გოდრებს წნავდნენ, დასაკლავ ქათმებსა და გოჭებს არჩევდნენ. მზე კი შემოდგომურად ანათებდა. კავკასიონის მთებზე ნისლი ჩამოწოლილიყო და ქაფში ამოსვრილი ბავშვებივით იყურებოდნენ ამაყი მთის მწვერვალები.
მეორე დღეს თელავში უნდა წავსულიყავი. მამამ მთხოვა რთვლისთვის რაღაც წვრილმანები შემეძინა. მეც არ დამზარებია. დიდი ხნის უნახავი მყავდა თელავი. ერთ რამედ ღირს ზუზუმბოდან ალაზნისა ჭალებისა და გოლიათებივით ამოზრდილი კავკასიონის ყურება. წინ უზარმაზარი ვაკე, მერე კი მის წინ აღმართული მთები-კახეთის კავკასიონი. უკან ცივგომბორის მთა, უჯარმის ციხის ნანგრებევი, ვახტანგ გორგასლის საბრძანებელი.ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი პატარა კახის, პატარა ციხე-დარბაზი. ერთხელ ერთმა ნაცნობმა მკითხა. Read the rest of this entry »




